|
გაკვეთილის თემა
|
დღესასწაულები
|
|
მასწავლებლის სახელი გვარი
|
ნინო წიქარიშვილი
|
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო/XIIკლასი
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
კითხვისა და მოსმენის უნარების განვითარება. მოსწავლე ამოიცნობს ზოგად
შინაარსს. ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას ნაბეჭდი ტექსტიდან და ვიდეო ჩანაწერიდან.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
|
ილუსტრაციების საშუალებით ტექსტის
შინაარსის ამოცნობის უნარი. ნაბეჭდი ტექსტიდან და ვიდეოჩანაწერიდან მთავარი შინაარსის
ამოცნობის უნარი
|
|
წინასწარი ცოდნა
|
სათანადო ლექსიკის ცოდნა. კითხვისა და მოსმენის სტრატეგიების ფლობა
|
|
შეფასების საგანი და პრიცედურები
|
უცხო ტექსტის მთავარი შინაარსის გაგება. განმავითარებელი
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო Activate
B1, ვიდეო ფაილი, დაფა, კომპიუტერი, პროექტორი, რვეული,
კალამი, ცარცი
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
Aფაზა/ გამოწვევა.
აქტივობა1.
დრო 5 წუთი.
მასწავლებელს ჩანთაში აქვს რამდენიმე ნივთი რაც დასჭირდებოდა რაიმე დღესასწაულზე
წასასვლელად. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წყვილებში იმუშაონ და ჩამოწერონ მათი
ვარაუდი თუ რა შეიძლება იყოს ჩანთაში. მოსწავლეები წაიკითხავენ ჩანაწერებს და მასწავლებელი
დაასახელებს წყვილს რომლის ვარაუდიც უფრო სწორია. მოსწავლეები ასახელებენ რა შეიძლება
იყოს გაკვეთილის თემა.
აქტივობა2.
დრო 3 წუთი.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ
ილუსტრაციებს და აღწერონ ისინი. გამოთქვან ვარაუდი თუ რას აღწერენ ისინი Bფაზა/ შინაარსის რეალიზება.
აქტივობა1.
დრო15 წუთი.
მასწავლებელი დაფაზე წერს უცხო სიტყვებს და ფრაზებს და სთხოვს მოსწავლეებს
წაიკითხონ ტექსტები სხვადასხვა დღესასწაულებზე. წაკითხვის შემდგომ გამოიცნონ უცხო
ლექსიკური მასალის მნიშვნელობა.
აქტივობა
2. დრო 7 წუთი.
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს ტექსტის შინაარსის შესახებ.
აქტივობა
3. დრო 7 წუთი.
მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე უწერს რამდენიმე უცხო სიტყვას და რთავს
ვიდეო ფირს. ჩანაწერის ნახვის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ
სავარჯიშო კითხვებისა და პასუხების ერთმანეთთან დაკავშირება.
C .ფაზა/შეჯამება.
აქტივობა
1. დრო 8 წუთი.
მოსწავლეები დაფაზე ხაზავენ
T
დიაგრამას. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს თუ რომელი
დღესასწაული მოსწონთ რომელსაც წერენ დიაგრამის ერთ მხარეს და მათი აზრით რა არის
ამ დღესასწაულებში ყველაზე მნიშვნელოვანი რომელსაც წერენ დიაგრამის მეორე მხარეს.
|
Sunday, April 28, 2013
გაკვეთილის გეგმა-დღესასწაულები
Saturday, April 27, 2013
პროექტი-გადაშენების საფრთხეში მყოფი ჯიშები საქართველოში
პროექტის სახელწოდება-გადაშენების
საფრთხეში მყოფი ჯიშები საქართველოში.
პროექტის მთავარი იდეა-ლექსიკური მარაგის ნაკლებობა; საქართველოში გადაშენების საფრთხეში მყოფი ჯიშების
ზრდა; საფრთხის მიზეზების დადგენა და ჯიშების გადაშენების თავიდან არიდების გზების
ძიება;
პროექტის აქტუალობა-ინფორმაციის
მოძიების და ორგანიზების უნარის განვითარება; ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება.
პროექტის მიზნები-ინფორმაციის
მოძიების და დახარისხების; პრეზენტაციის უნარის; ჯგუფში მუშაობის; გამოკითხვის ჩატარების
უნარ-ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი-XII კლასი
დროის ხანგრძლივობა-3
კვირა
მოსალოდნელი შედეგები- პრეზენტაციის
მოწყობა Power Point-ში;
საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა-Word-ში
საჭირო რესურსები-კომპიუტერი;
პროექტორი; ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. სამუშაო ჯგუფების შექმნა; მოვალეობების
გადანაწილება.
I ჯგუფი
ჩაატარებს გამოკითხვას მოსახლეობაში თუ რა ჯიშები იციან მათ რომელთა არსებობაა საფრთხეში;
II ჯგუფი.აქტივობა2.
ბიოლოგიის მასწავლებელთან კონსულტაციით გამოიკვლევს რა იწვევს ჯიშების გადაშენებას და
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ ხელი შევუწყოთამ პროცესის პრევენციას.
III ჯგუფი.აქტივობა3.
მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.
IV ჯგუფი. აქტივობა4.
ახარისხებს სხვა ჯგუფების მიერ მოძიებულ ინფორმაციას და ქმნის ბუკლეტს.
V
ჯგუფი. აქტივობა5. აკეთებს პრეზენტაციას
პროგრამა Power Point-ში.
საგანთან ან საგნობრივ
ჯგუფთან კავშირი- ბიოლოგია.
სასწავლო გეგმასთან
კავშირი-მოსწავლე მართავს რესურსებს XII.20
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო წიქარიშვილი
ელ-ფოსტა:ninotsikarishvili22@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)